მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა - "გამოძიება ცდილობს დაჩი დაადანაშაულოს"

მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა - "გამოძიება ცდილობს დაჩი დაადანაშაულოს"

მოკლული დიჯეის, დაჩი დარჩიას ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის რეალური მოტივის დადგენას მოითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დარჩიას დედამ, ლილი შეყრილაძემ განაცხადა, მკვლელის, მიხეილ გრძელიშვილის დაცვის მხარე ცდილობს, რომ მოტივად წარმოაჩინოს თითქოს დაჩი დარჩიამ მიაყენა შეურაცხყოფა გრძელიშვილს, რის შემდეგაც მოხდა დაპირისპირება და მკვლელობა. შეყრილაძის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება იჩენს გულგრილობას და ცდილობს, მომხდარში დაჩი დარჩია დაადანაშაულოს.

"გამოძიება გულგრილობას იჩენს. ჯერ უარი გვითხრეს კამერების იმ ჩანაწერების ამოღებაზე, რომელიც "სქაი ბარის" შესასვლელს აკონტროლებდა. ამ ჩანაწერებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოიკვეთებოდა. შემდეგ, 29 იანვარს სასამართლო გადაიდო, თუმცა, ჩვენ რომ არ დაგვერეკა, ამის თქმას არავინ აპირებდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ცდილობს საქმის გაჭიმვით ნელ-ნელა მოხდეს მკვლელის დანაშაულის შემსუბუქება და ისე წარმოაჩინოს, თითქოს რაც მოხდა, წამომწყები დაჩი დარჩია იყო. ღამის სამ საათზე, დაჩი დარჩია მოდიოდა სახლში და მას არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ის იყო დადებითი, წყნარი პიროვნება. მკვლელის მხარე კი თხზავს თითქოს მან მიაყენა შეურაცხყოფა გრძელიშვილს, რის შემდეგაც მოხდა მკვლელობა. არადა, იმ ჩანაწერებში, რომელიც გამოძიებამ ამოიღო, კარგად ჩანს, რომ მკვლელი მას დახვდა სამსახურთან ახლოს, მიაყენა პირველი ჭრილობა. ამის შემდეგ დაჩი თავის სამსახურში ცდილობდა მისვლას გადარჩენისთვის, თუმცა მკვლელი მას მეორედ გაეკიდა და კიდევ ერთხელ მიაყენა ზურგის არეში ჭრილობა. ეს ადასტურებს, რომ გრძელიშვილს წინასწარ ჰქონდა განზრახული მისი მკვლელობა, თუმცა რატომ, ჩვენ ამის დადგენა გვინდა", - განაცხადა შეყრილაძემ.

დაჩი დარჩიას მკვლელობის ბრალდებით მიხეილ გრძელიშვილია დაკავებული.

დაჩი დარჩია 29 აგვისტოს მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია