"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნზე ფასდაკლების აქცია დაგეგმილი დროის ამოწურვის მიუხედავად კიდევ გრძელდება

"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნზე ფასდაკლების აქცია დაგეგმილი დროის ამოწურვის მიუხედავად კიდევ გრძელდება

"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნი "თუ დავრჩები" 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად ამ წუთებშიც იყიდება. იმის მიუხედავად, რომ აქციის გამართვა მხოლოდ ერთი საათით იყო დაგეგმილი და 20.00 საათზე უნდა დასრულებულიყო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი ადგილზე მყოფ ყველა მომხმარებლებს მოემსახურებიან.იხილეთ ფოტოგალერეა

როგორც "ბიბლუსი გალერის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მაღაზიაში ამ წუთებში ხალხმრავლობაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, წიგნის 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად შეძენა დღეს ყველას შეეძლება და არც ერთი მკითხველი წიგნის გარეშე არ დარჩება.

წიგნი პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში გამოიცა. პროექტის მონაწილე თინიეიჯერებმა ეს და სხვა წიგნები, რომლებიც მომავალში გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი"" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც LiberTeens-ის წევრები არიან.

პროექტის პირველი წიგნი ,,ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბერში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი იდგა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია