"თუ დავრჩები" - სასურველი გამოცემა 2 ლარად და ასობით ადამიანის ემოციები "ბიბლუსი გალერიში"

"თუ დავრჩები" - სასურველი გამოცემა 2 ლარად და ასობით ადამიანის ემოციები "ბიბლუსი გალერიში"

შევთანხმდეთ, რომ ახალგაზრდები წიგნებს კითხულობენ. თანაც, ისეთი მონდომებულები არიან, რომ სასურველი წიგნის შესაძენად საათობით რიგში დგომასაც არ ეზარებათ და სიცივისა და ჭყლეტის მიუხედავად, ბოლომდე მედგრად დგანან.

მოსაზრებას, რომ დღევანდელი თინეიჯერები მხოლოდ კომპიუტერსა და მობილურებს დასჩერებიან აქვე კატეგორიულად ვუპირისპირდები და მაგალითად რამდენიმე საათის წინ საკუთარი თვალით ნანახი მომყავს.

"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნის - "თუ დავრჩები" პრეზენტაცია დაიგეგმა. წიგნის გაცემა მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ 19:00 - დან 20:00 საათამდე, 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად დაანონსდა.

საღამოს ექვს საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე, ”ბიბლუსი გალერისთან”, ქვეითთა სავალ ნაწილზე უკვე გადაადგილება შეუძლებელი იყო. შეკრებილ ძირითად კონტიგენტს 13-19 წლის მოზარდები შეადგენდნენ. იყვნენ უფროსებიც, მაგრამ თინეიჯერები აშკარად ჭარბობდნენ. ახალგაზრდებმა რიგის დროულად დაკავება ამჯობინეს. თავს ერთმანეთთან ხუმრობითა და ხმაურიანი შეძახილებით ირთობდნენ.

კარის გაღებას ოვაციები მოჰყვა. მერე იყო სწრაფად ნაყიდი სასურველი გამოცემა და ემოციები. სასურველი იმიტომ, რომ გეილ ფორმანის წიგნი "თუ დავრჩები" გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში გამოიცა. პროექტის მონაწილე თინეიჯერები თავად ირჩევენ რომელი წიგნის თარგმნა იქნება უმჯობესი. თანამედროვე ლიტერატურას უცხო ენაზე ეცნობიან და რეკომენდაციებს საკუთარი გემოვნების შესაბამისად, ”პალიტრა L”-ს სთავაზობენ. შთაბეჭდილებებზე გავლენას, ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმებიც ახდენს.

შედეგი სახეზეა, მეუბნებიან, რომ დეკემბერში პროექტის ფარგლებში გამოცემული პირველი წიგნის, "ლაბირინთში მორბენალის" შესაძენად გრძელ რიგსაც არ დაკლებიან.  იხილეთ ფოტოგალერეა

პირველის მსგავსად, დღევანდელი აქციაც ბოლო მკითხველის გასტუმრებამდე გაგრძელდა. თინეიჯერები ”ბიბლუსი გალერიდან” წიგნით ხელში გამარჯვებული სახით გამოდიან და მეუბნებიან, რომ ახალი გამოცემის შესაძენად ისევ დაბრუნდებიან.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია