უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე , შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლის, ლეონიძის, ლერმონტოვის და ქიქოძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის და სოლოლაკის ხევის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, გუდაუთის, აგლაძის და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III და IV კვარტლების, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია