კიევში პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში ამ წუთებში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. "უნიანის" ინფორმაციით , ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული სხდომა გაიმართება. დღეს საღამოს ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი კიევში ახალი სამშვიდობო გეგმით ჩავიდნენ. კიევში ვიზიტის შემდეგ, ევროპელი ლიდერები მოსკოვში გაემგზავრებიან და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა