რა განათლება აქვთ და რას საქმიანობენ ქვეყნის პირველი პირების ცოლები

რა განათლება აქვთ და რას საქმიანობენ ქვეყნის პირველი პირების ცოლები

ქართველი მაღალჩინოსნების განათლების დონეს ინტერნეტ-სივრცეში ხშირად აკრიტიკებენ. ზოგს დიპლომი არ აქვს, ხოლო ვისაც აქვს, იმის მტკიცება უწევს, არის თუ არა ეს დიპლომი დამსახურებულად აღებული. Ambebi.ge მაღალჩინოსნების ცოლების განათლებით და საქმიანობით დაინტერესდა.

ნუნუკა თამაზაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი პრესასთან ურთიერთობას ყოველთვის თავს არიდებს. ნუნუკა თამაზაშვილმა სკოლა თელავში დაამთავრა. 20 წლის ასაკში კი ირაკლი ღარიბაშვილზე იქორწინა. ნუნუკამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ცხოვრობდა საფრანგეთში მეუღლესთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილს და ნუნუკა თამაზაშვილს ორი ვაჟი ჰყავთ და წყვილი ახლა მესამე შვილს ელოდება. ნუნუკა მთელ დროს ოჯახს უთმობს, თუმცა ჩართულია სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

ეკა ჯანელიძე

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ოჯახის შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. მინისტრი პირად ცხოვრებაზე პრესასთან არასდროს საუბრობს. სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე ის ყოველთვის მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ჩნდება. მისი მეუღლე ეკა ჯანელიძე 1983 წლის 21 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ჰყავთ სამი შვილი - თემო, მარიამი და მათე. ეკა ჯანელიძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტი, ის პროფესიით ექიმია. ეკა ჯანელიძე წლებია, კერძო ბიზნესით არის დაკავებული. აქვს საკუთარი ტურისტული სააგენტო და სილამაზის სალონი. თავდაცვის მინისტრის მეუღლე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში, ის მძიმე სენით დაავადებულ და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება, თუმცა ამის გასაჯაროვებას ყოველთვის თავს არიდებს.

მაკა ჩიჩუა

ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, თითქმის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული. თბილისში ის ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლებოდა. მაკა ჩიჩუამ მოგვიანებით ვიზაჟისტის ხელოვნებაც შეისწავლა. ეს საქმე მისმა მეგობარმა, მაკა შავერდაშვილმა ასწავლა. მაშინ მაკას სამსახური ძალიან სჭირდებოდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არხზე მუშაობდა ვიზაჟისტად. საკუთარი ძალები სიმღერაში და მსახიობობაშიც მოსინჯა. მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დღის წინ ვაჟი, თემო მარგველაშვილი შეეძინათ. პრეზიდენტის მეუღლე სხვადასხვა სოციალურ კამპანიებში არის ჩართული და მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ხშირად ახარებს.

თიკა თინიკაშვილი

თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლე, თიკა თინიკაშვილი პრესასთან ურთიერთობას არ გაურბის. თიკა თინიკაშვილმა და დავით ნარმანიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. თიკას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, დავით ნარმანია მისი ლექტორი იყო. მათ შორის 8 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. თიკა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ წყვილს მესამე შვილი, ელენე შეეძინა. თიკა თინიკაშვილი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში.

თამთა ყუბანეიშვილი

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე პროფესიით ჟურნალისტია. განსაკუთრებით, საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. სოზარ სუბარს სწორედ პროფესიამ დააკავშირა. მინისტრს მომავალი მეუღლე პირველივე დღეს მოეწონა და მოგვიანებით დაოჯახდნენ კიდეც. თამთას და სოზარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თამთა მეუღლეზე 18 წლით პატარაა. წყვილს სამი შვილი ჰყავს. სოზარ სუბარის მეუღლე ამჯერად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მუშაობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია