მეცნიერები 200 წლის ბერის მუმიას იკვლევენ, რომელიც შესაძლოა, ცოცხალი იყოს

მეცნიერები 200 წლის ბერის მუმიას იკვლევენ, რომელიც შესაძლოა, ცოცხალი იყოს

მონღოლეთში მეცნიერებმა 200 წლის წინ მუმიფიცირებული ბერი აღმოაჩინეს. ბუდისტებს ჯერათ, რომ ის კვლავ ცოცხალია და მედიტაციურ ტრანსშია შესული.

აღმოჩენილი ბერის სხეული ლოტოსის პოზაშია გაყინული. მუმია ულან ბატორის ექსპერტიზის ცენტრში გააგზავნეს შესასწავლად.

ულან ბატორის ბუდისტური უნივერსიტეტის ბუდისტური ხელოვნების ინსტიტუტის დამფუძნებელმა განკჰუურჯინ პურევბატმა საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას განაცხადა: ”ლამა ლოტოსის პოზაში ზის, მარცხენა ხელი გაშლილი აქვს, მარჯვენა კი სიმბოლოა მომლოცავი სუტრასი. ეს ნიშნავს, რომ ლამა ცოცხალია, უბრალოდ, ძალიან ღრმა მედიტაციურ ტრანსშია”.

რამდენიმე ექსპერტმა ბუდიზმის საკითხში განაცხადა, რომ ბერი შესაძლოა ”ტუკდამში” იყოს, ღრმა მედიტაციურ ზონაში, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარია.

მუმიფიცირებული ბერი სავარაუდოდ, მეცხრამეტე საუკუნეში გარდაიცვალა. მისი ვინაობა უცნობია.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

მგლის ლეკვი, რომლის მუმიაც კანადაში იპოვეს, 56 000 წლის წინ ცხოვრობდა - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს"

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“