საკრებულოს სხდომაზე ქალბატონი საათის გასაგებად მივიდა

საკრებულოს სხდომაზე ქალბატონი საათის გასაგებად მივიდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლით სხდომაზე, რომელიც სოფელ აფენის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, კურიოზული შემთხვევა მოხდა. მიმდინარე სხდომაზე ქალბატონი შევიდა, საკრებულოს წევრთა განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვა და კითხვა დასვა: რომელი საათია, ასე 11 საათი იქნება?

ქალბატონის ამ კითხვაზე, საკრებულოს წევრებმა უპასუხეს, რომ ორის ნახევარი იყო. ქალბატონმა პასუხის მიღების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა