უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, 9 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ვაკის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას შესახვევის, ალადაშვილის, დმანისის, ჩუბინიძის, მარტყოფის, მთავარანგელოზის, ფაბრიციუსის და ხივინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ქეთევან წამებულის გამზირის, წულუკიძის, წინანდლის და კასპის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და ბუაჩიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია