მეცნიერების თქმით, ევოლუცია კვლავაც გრძელდება

მეცნიერების თქმით, ევოლუცია კვლავაც გრძელდება

ჩვენი სახეობის ბიოლოგიური ევოლუცია არ შეჩერებულა და ჩვეული ტემპებით გრძელდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინელი გენეტიკოსები და ევოლუციური ბიოლოგები, რომლებმაც ფინეთის გენეოლოგიური ისტორიის რამდენიმე საუკუნის ანალიზი მოახდინეს.

მკვლევარების აზრით, ბოლო ასწლეულის განმავლობაში, გენების "წილი" ადამიანის ევოლუციის საქმეში არ შემცირებულა, პირიქით - გაიზარდა. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, თანამედროვე ადამიანებს პარტნიორების არჩევის მხრივ, სრული თავისუფლება აქვთ.

"სრულიად შესაძლებელია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრება ჩვენს გენებს მეტ "თავისუფლებას" აძლევდეს. ამის წყალობით, ბუნებრივი გადარჩევის მეთოდი, ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით გააქტიურდა", - ამბობს მკვლევარი ელიზაბეტ ბოლუნდი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს