სოსო ჯოგლიძე - გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა

სოსო ჯოგლიძე - გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას 19 იანვარს დაურეკა

ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო გამოძიების დაწყების საფუძველი, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას გადაურეკა, - ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ "ტელეიმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცხალავას დაურეკა 19 იანვარს, მაგრამ ფირცხალავამ მის ზარს არ უპასუხა, მეორე დღეს კი, 20 იანვარს, დილით, ირაკლი ფირცხალავამ გადარეკა სოსანაშვილის ტელეფონზე და იკითხა თუ ვინ ურეკავდა მას.

ადვოკატის ინფირმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მომენტში სოსანაშვილი პოლიციის თანამშრომელთან ერთად კასპში, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა.

"როდესაც მოხდა დანაშაული, გიორგი სოსანაშვილი კასპში, მეგობართან ერთად, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, სადაც სატელეფონო ზარით მისთვის გახდა ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აუფეთქებიათ. მომხდარში ჩემი დაცვის მყოფს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. იგი სავსებით უდანაშაულოა. ჩემი ალიბი არის ის, რომ აღნიშნულ ადგილზე სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა, ის ორი-სამი თვე ჩასული არ ყოფილა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის დედის გასვენებაში ჩავიდა, მას თან პატრულის ორი თანამშრომელი ახლდა, აქედან გამომდინარე ის ორი პატრულიც დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მაშინ სახლში იმყოფებოდა. ეს არის 19 იანვარი. ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო საფუძველი გამოძიების დაწყებისა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გადაურეკა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას, მაგრამ ფირცხალავას არ უპასუხია. 20-ში დილით განხორციელდა ზარი ირაკლი ფირცხალავასგან და მოიკითხა, თუ ვინ კითხულობდა მას. მისგანაც იყო მილოცვის ტექსტი. სხვა საუბარი არ იყო", - განაცხადა ჯონგლიძემ "იმედის კვირაში".

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ