"იმედის კვირას" სოსანაშვილის მოხუცი მამის ჩართვის გამო მაყურებელი უპირისპირდება - რას პასუხობს გრიგოლია აღელვებულ საზოგადოებას

"იმედის კვირას" სოსანაშვილის მოხუცი მამის ჩართვის გამო მაყურებელი უპირისპირდება - რას პასუხობს გრიგოლია აღელვებულ საზოგადოებას

ტელეკომპანია "იმედის" საკვირაო თოქშოუ "იმედის კვირის" ერთ-ერთი წამყვანი, ინგა გრიგოლია იმ გამოხმაურებებს პასუხობს, რაც გადაცემაში ზურაბ ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილის მამის, აკაკი სოსანაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვას მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტ ბელა ზაქაიძის ზოგიერთი შეკითხვა მაყურებლის ერთი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მაყურებლის ამ ნაწილში მოხუცის ჩართვამ სიბრალული გამოიწვია. სწორედ ტელემაყურებლის ამ ნაწილს გრიგოლია შემდეგი ტექსტით პასუხობს:

სტილი დაცულია

"გამარჯობა სოსანაშვილის მამის ჩართვაზე აღელვებულო საზოგადოებავ... დიდი მორალის და ეთიკის მამებო და დედებო..ყველას ფეისბუქ მითქმა-'მოთქმა ვნახე.......გუშინ დამეზარა და ეხლა გიპასუხებთ-თქვენზე არანაკლებად შემეცოდა ის კაცი და ნუ ვიდავებთ,თქვენ უფრო გულჩვილები ხართ თუ ჩვენ.მამა ძალით არავის ჩაურთავს,მისი სურვილი იყო,სათქმელი ეთქვა ....ხმაურიან მკვლელობას რომ აშუქებთ,იშვიათად მახსენდება რეპორტაჟი,ოჯახი არ ჩაგეწეროთ ეჭვმიტანილის..გუშინ სოსანაშვილის ოჯახი თითქმის ყველამ ჩაწერა,ყველა არხმა და პირდაპირ ეთერში რომ თქვა იგივე,რაც სხცაგან რეპორტაჟებში,ამან აგაღელვათ??? ინტერვიუებმა რეპორტაჟებში არ აგაღელვათ და ამაზე ჩამოიხოკეთ ღაწვები??მამა და დედა არიან მთავარი მოწმეები,როდის ჩავიდა მათი შვილი სოფელში,რითი ჩავიდა,როდის დაბრუნდა უკან და ასე შემდეგ,იმიტომ რომ ეჭვმიტანილის საკუთარ სოფელში ჩასვლა,რომელიც ყარაფილას გვერდით მდებარეობს,დაემთხვა მკვლელობის წინა დღეებს და განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს დეტალი..ვფიქრობ,რომ გუშინდელი გადაცემა ყველას მონაწილეობით ეთერში ,იყო საინტერესო და ეთიკაზე მორალი საკუთარ თავებს უკითხეთ,ბევრი რამ შემიძლია შეგახსენოთ თუნდაც უახლოესი წარსულიდან მართლა არაეთიკური ,ხოდა ,ნუ გამომიხვედით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები...უსაგნო ღელვას შეეშვით,განსაკუთრებით ისინი,რაფალიანცის,, მკვლელი,,პირდაპირ ეთერში რომ დაასახელებინეთ ბერიკაშვილს....რეპორტაჟში მოსულა ჩაწერა,მაგრამ ლაივში არაო...)))რა სენტიმენტალურები ხართ", - წერს ინგა გრიგოლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია