კაიროში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა

კაიროში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა

ეგვიპტის დედაქალაქში პრემიერლიგის საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა. არიან დაშავებულებიც. "ბიბისის" ცნობით, არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო კლუბ "ზამალეკის" გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა სცადეს. პოლიციამ დაპირისპირებულების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რამაც სტადიონზე მყოფების პანიკა გამოიწვია. არეულობის შედეგად მატჩი შეჩერდა. პოლიციამ "ზამალეკის" ფან-კლუბის ლიდერების დაკავების ბრძანება გასცა. გუშინდელი მატჩი გუნდებს "ზამალეკსა" და ENPPI-ის შორის ტარდებოდა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა