რამდენს ვხარჯავთ რეალურად საწვავში?

რამდენს ვხარჯავთ რეალურად საწვავში?

შემოსავლის რამდენ პროცენტს ხარჯავს ქართველი მძღოლი საწვავში? სწორედ ასეთი კითხვით მივმართეთ AUTO BILD-ის მკითხველებს. ოთხი დღის განმავლობაში 12 097 მძღოლი გამოვკითხეთ და მიუხედავად იმისა, რომ კარგ, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებულ შედეგებს არც ველოდით, საშუალო მაჩვენებელი მაინც მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდა.

გამოვკითხეთ როგორც დაბალანაზღაურებადი მძღოლები, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მესაჭეებიც და საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება: ქართველი მძღოლი საწვავში ყოველთვიური შემოსავლის საშუალოდ 22,2%-ს ხარჯავს.

ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში პარადოქსული შემთხვევებიც დაფიქსირდა. მაგალითად, არაერთია ისეთი მძღოლი, ვინც საწვავში შემოსავლის 50, 60, ან სულაც 70 პროცენტს ხარჯავს. რამდენიმე მძღოლმა მოგვწერა, რომ მის შემთხვევაში ერთ თვეში საწვავში დახარჯული თანხა შემოსავლის 200, 250 ან 300 (!!!) პროცენტია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში მექანიკური შეცდომები დაუშვეს და 200-ის ნაცვლად 20 პროცენტის, 250-ის ნაცვლად 25-ის, ხოლო 300-ის ნაცვლად კი 30 პროცენტის ჩაწერა სურდათ...Auto Bild

ყველასათვის კარგად ცნობილ ავტომობილისტ შალვა ოგბაიძეს ერთი წელია, რაც ელექტრომობილი Mitsubishi i-Miev ჰყავს. მან თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და გვითხრა, რომ 100 კილომეტრს მაქსიმუმ 2 ლარად გადის:

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია