როდის ნახა ბოლოს ვასილ მაღლაფერიძემ ზურაბ ჟვანია - პირველი კომენტარი ახალ ბრალდებებზე

როდის ნახა ბოლოს ვასილ მაღლაფერიძემ ზურაბ ჟვანია - პირველი კომენტარი ახალ ბრალდებებზე

რამდენიმე დღის წინ, გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მამა ელიზბარმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალები. მამა ელიზბარის თქმით, ჟვანიას მკვლელობაში ყოფილი ჩინოვნიკი, გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანი ვასილ მაღლაფერიძეც არის გარეული.

მამა ელიზბარის დასახელებული მოწმე, ნათელა მოდებაძე, მამაოს თქმით, აღნიშნავს, რომ სწორედ ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა აღნიშნული ბინა საბურთალოზე და მასვე ჰქონდა ბინის გასაღები. შესაბამისად, მას რომ არ გაეღო ბინის კარი, ცხედრებს ვერც შეასვენებდნენ. ითქვა ისიც, რომ ჟვანია სახლიდან ვასილ მაღლაფერიძის სატელეფონო ზარის შემდეგ გამოვიდა.

ამ ბრალდებას ვასილ მაღლაფერიძე "გურია ნიუსთან" მიცემულ ინტერვიუში პასუხობს.

- ბატონო ვასილ, როგორც ამბობენ, ზურაბ ჟვანია თქვენი სატელეფონო ზარის შემდეგ გამოვიდა სახლიდან. ითქვა ისიც, რომ ბინა, სადაც გარდაცვლილი პრემიერი იპოვეს, თქვენ გქონდათ ნაქირავები.

- სრული სისულელეა. კი არ ამბობენ, გუშინწინ თქვა ვიღაცამ. ახლაც არ ვიცი, ის ბინა სად არის.

- სატელეფონო ზარზე რას იტყვით?

- ესეც სიცრუეა. პროკურატურამ ხომ იცის ეს ყველაფერი? ზარის ამბავი გუშინწინ დაწერეს პირველად. აქამდე არ უთქვამთ ეს სისულელე და ამით უნდათ კვალის არევა.

- ჟვანიას ოჯახთან თუ გაქვს ურთიერთობა?

- განსაკუთრებული არა. ნინოს ვხვდები იშვიათად. ოჯახთან არ ვიყავი ასე ახლოს.

- გარდაცვალებამდე თუ გქონდა ზურასთან საუბარი, რაიმეს თუ ეჭვობდა?

- ბოლოს დაახლოებით ერთი თვით ადრე ვნახე ცოტა ხნით და არ გვქონია ჩაძიებული საუბარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ