ბარაქ ობამა - ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა

ბარაქ ობამა - ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა და ამის გამო, უამრავი საშუალება წაერთვა.

"პუტინს ძალიან ძლიერად აქვს ფესვი გადგმული საბჭოთა წარსულში. სწორედ იქ მომწიფდა. ის ხელმძღვანელობდა "КГБ"-ს და ეს იყო გამოცდილება, რომლითაც ის ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება", - განაცხადა ობამამ ინტერნეტ პორტალ "Buzzfeed"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი პრობლემებს ცივი ომის პრიზმადან უყურებს და შედეგად, მან რამდენიმე შესაძლებლობა გააშვებინა ხელიდან რუსეთს, მომხდარიყო მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება, გაემყარებინა ურთიერთობები მეზობლებთან და შეეთავაზებინა რაიმე სხვა, ვიდრე ეს ძველი საბჭოთა აგრესიის სტილია.

უკრაინასთან დაკავშირებით, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ კვლავაც ელოდება რუსეთისგან დიპლომატიურ ინიციატივებს იმ ვითარების დასარეგულირებლად, რომელიც მან უკრაინაში გამოიწვია.

ამასთანავე, ობამამ კმაყოფილებით აღნიშნა რუსეთთან ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ, როგორიცაა ირანის ატომური პროგრამა.

ამერიკის ლიდერი რუსეთის ეკონომიკის სისუსტეზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს ამერიკასაც უქმნის საფრთხეს. "ეს ცუდია რუსეთისთვის და, საბოლოო ჯამში, ამერიკისთვისაც, რადგან არსებობს საშიშროება, რომ თუ რუსეთში საქმეები ცუდად წავა, ის დაუბრუნდება ძველ ექსპანსიონისტურ იდეებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა ობამამ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა