ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა

ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა

იხილეთ ასევე: ვინ უმაგრებდა ზურგს ჯოკია ბოდოკიას და რა ისტორიებს ყვებიან მისი წარსულიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისხიების სახით პატიმრიბა შეუფარდა . აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროცესის დაწყებამდე კი საქმის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ განაცხადა, რომ ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორის ინფორმაციით, "დარიოუშს" სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ