"რამდენჯერმე ფარულად დამირეკეს და მითხრეს, რომ საბურთალოს 53-ში..." - უსუპოვის მამა სკანდალური საქმის დეტალებზე

"რამდენჯერმე ფარულად დამირეკეს და მითხრეს, რომ საბურთალოს 53-ში..." - უსუპოვის მამა სკანდალური საქმის დეტალებზე

რაულ იუსუპოვის მამის, იაშარ იუსუპოვის განცხადებით, მისი შვილისა და ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი ინფორმაციების გავრცელება მათ დაკრძალვამდე დაიწყეს.

იუსუპოვის ვარაუდით, საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და გამოძიება მიდის იქითკენ, რომ მომხდარია მკვლელობა.

"რაული ზურაბ ჟვანიას დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე დავკრძალეთ. მე რომ ჩამოვედი და სამების საკათედრო ტაძარში მივედი, სანამ გამოვიდოდი, მძღოლს მიაწოდეს ინფორმაცია... რამდენიმე ადამიანი, რომელიც ტრიალებდა შორიახლოს, მოგროვდნენ ერთად და დაიწყეს ხმამაღალი საუბარი იმ ბინძური და ჩვენი ოჯახების სამარცხვინო ამბების შესახებ. ჯერ არ იყო ჟვანია დაკრძალული და იქ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, იცოდნენ რა, რომ მძღოლი ამ ინფორმაციას მე მომაწვდიდა. ჩვენთვის ახალი არ იყო ეს ინფორმაცია, ეს შეურაცხმყოფელი ფაქტი. ამის შემდეგ რამდენჯერმე ფარული ზარი განხორციელდა ჩემს ტელეფონზე და მეუბნებოდნენ, რომ იცით თუ არა, საბურთალოს N53-ში შენი შვილი და ზურაბ ჟვანია ასე ნახესო. როცა ვინაობას ვეკითხებოდი, მაშინვე მითიშავდნენ. ეს იყო ალბათ, დაგეგმილი და დადგმული სცენარის ნაწილი", - განაცხადა იაშარ იუსუპოვმა გადაცემა "რეაქციის" ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ: "მოწმემ, ვინც ცხედრების შეტანა დაინახა, ჩვენება უკვე მისცა" - გოგლა ჟვანია საქმის ახალ დეტალებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ