პეტრო პოროშენკო - დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ

პეტრო პოროშენკო - დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად დაინიშნა. პეტრო პოროშენკოს შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ინსტიტუტთან საკონსულტაციო ორგანო - რეფორმირების საერთაშორისო საბჭო შეიქმნა, რომელსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.

"ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ უკეთესია, რომ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან პრაქტიკულად ყველა სფეროს რეფორმირება შეძლო", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ახალ თანამდებობაზე მუშაობისთვის მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება უკრაინის მოქალაქეობა და ის საქართველოს მოქალაქედ რჩება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა