ექს-პრეზიდენტები, რომის პაპი, ტეტჩერი და გია ჭანტურია - ისტორიული ფოტოები ირინა სარიშვილის პირადი არქივიდან

ექს-პრეზიდენტები, რომის პაპი, ტეტჩერი და გია ჭანტურია - ისტორიული ფოტოები ირინა სარიშვილის პირადი არქივიდან

ედპ-ს ყოფილი ლიდერი და პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი პოლიტიკური წარსულიდან ისტორიულ ფოტოებს აქვეყნებს.

იხილეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებთან (ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი) გადაღებული ფოტოები, როგორც თავად სარიშვილი წერს: "რუბრიკიდან: განდიდების მანია"

(მარგველაშვილი მაკლია)

ირინა სარიშვილის პირად გვერდზე იხილავთ ასევე რომის ყოფილ პაპთან (იოანე პავლე მეორე) გადაღებულ ფოტოს, რომელზეც სარიშვილის მეუღლე გია ჭანტურიაც არის გამოსახული.

"ამ შეხვედრას ერთი კურიოზი ახლდა. გია ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი იყო, ეკლესიური. პაპთან შეხვედრის წინ მკაცრად გამაფრთხილა, თავზე ხელი არ დაადებინო, არ შეიძლება მართლმადიდებლურადო. მე საგონებელში ჩავვარდი. ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, ჩემს თავზე ხელის დადება არავისთვის პრობლემა არ იქნებოდა )) გია თუ არ დაიხრებოდა, რომის პაპი თვითონ ხო არ ახტებოდა თავზე ხელის დასადებად და ამიტომ მშვიდად იყო. მე რა უნდა მექნა, ვერ მივხვდი )) ვეკითხები, რომ დამადოს თავზე ხელი, რა ვქნა, ხელი აიღე ვუთხრათქო? არაფერმა არ გაჭრა, უნდა აიცდინო თავიდანო. ))

ფოტოს თუ დააკვირდებით, ჩანს, პაპის ხელზე ზემოდან მიდევს ხელი.

ნუ, მიხვდებით ალბათ, რომ ვერ ავიცდინე ))). კარგა ხანს ბუზღუნებდა გია, შენ როცა გინდა, ყველაფერს ახერხებო, ბოლოს შეეგუა, სხვა რა გზა იყო. შემდეგ ამ ისტორიას ორივე სიცილით ვიხსენებდით..."

"ესეც მე და მარგო"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს