ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე იასენიამ რუსული X Factor-ის ჟიური აღაფრთოვანა

ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე იასენიამ რუსული X Factor-ის ჟიური აღაფრთოვანა

რუსეთში Главная сцена-ს (X Factor-ის რუსული ანალოგი) შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. სცენაზე აფხაზი ნანა არახამია გამოვიდა, რომელმაც ბოშური სიმღერა შეასრულა. ნანა არახამია, იგივე იასენია ქართველი მაყურებლისთვის კარგადაა ცნობილი. ის "იმედის" მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის მონაწილე იყო და მოცეკვავე ლევან ახვლედიანთან ერთად ნახევარფინალშიც გავიდა.

ნანამ ბოშური სიმღერით ჟიურის ყველა წევრი აღაფრთოვანა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. "სწორედ, ასეთი მომღერლის აღმოსაჩენად მოვედი აქ. ცოტაც და ავტირდებოდი", - განუცხადა ნანას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.

22 წლის მომღერალმა ჟიურისგან ოთხი "კი" დაიმსახურა და მომდევნო ტურშიც გადავიდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია