ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება - დოდონა კიზირია

ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში ეკლესიის ზოგიერთი მსახურის მიამრთ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და კომენტარების ავტორებს მიმართავს.

"მეგობრებო, თქვენი კომენტარებიდან ცხადად ჩანს, რომ ჩემი ინფორმაცია მაღალი დონის ეკლესიის მსახურთა შესახებ ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის. დიდი ბოდიშს გიხდით მთელი გულით ყველას. მე ეკლესიას, ღვთის მსახურების ტაძარს, მის იდეას და დანიშნულებას კი არ ვაკრიტიკებ, არამედ იმათ, ვინც მისით სარგებლობს საკუთარი მიზნებისათვის. არც პატრიარქი და არც მისი გარემოცვა რუსეთის ხელფასის გარეშე შიმშილით არ მოკვდება, როგორც ერთმა მეგობარმა დაწერა. მაგრამ აქ შიმშილზე არ არის ლაპარაკი. ფულიც ერთგავარი ძალაუფლებაა, რაშიც არ შეიძლება რ დარწმუნებულიყავით მეოცნებეების ძალაუფლებაში მოსვლით. ფული რომ არა, ბიძინა ივანიშვილს გამარჯობასაც არავინ ეტყოდა. ჭკუა მაგას არა აქვს, განათლება და კულტურა. გარდა ამისა, ერთ ძალიან მდიდარ კაცს აქვს ნათქვამი - როცა ფულზე მივა საქმე, საკმარისი არასოდეს არა არის საკმარისიო. რატომ გგონიათ, რომ ეკლესიისთვის იყოს საკმარისი?!

ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება, რასაც ისინი 80-90-იანი წლებიდან მიეჩვივნენ. შეხედეთ მათ მოქმედებას, მათ საქმიანობას. იმასაც კი კადრულობდნენ, რომ ქუჩაში ფულს აგროვებდნენ, ვითო ეკლესიის საჭიროებისათვის. მადლობა ღმერთს, ყველა ასეთი არ არის, მაგრამ საუბედუროდ უმეტესობა სწორედ ასეთია. როგორ გგონიათ მორალურია, როცა ეკლესიის მამამთავარი ივანიშვილს, რომელსაც ფული ყურებიდან ამოსდის, 5 ათას დოლარიან საათს უძღვნის საჩუქრად, მაშინ როდესაც მშიერი ბავშვები ქუჩებში მათხოვრობენ. როგორ გაწყობთ მოისმინოთ, რომ ეს მამამთავარი ტელევიიზით გვეუბნება, პუტინი უაღრესად გულთბილი ადამიანია და საქართველო ძალიან უყვარსო. რა პირით და სინდისით უნდა სთქვას ეს ადამიანმა?

ყველაზე ოდიოზური პირების, ბანდიტების მიღება და მათ კურთხევა (ბედუქაძე), მოღალატეებისადმი სიმპატიის გამოჩენა (ირაკლი ბათიაშვილი) და მათთვის სიონში პარაკლისის გადახდა (ჯაბა იოსელიანი) არ იწვევს ამ პიროვნებისადმი პატივისცემის გრძნობებს. არც ის დამვიწყებია, რომ თითი არ გაუნძრევია და მორალურად მაინც გვერდში არ დასდგომია ზვიად გამსახურდიას, მაშინ როცა ეს ბევრ სისხლისღვრას აგვაცილებდა თავიდან. ედუარდ შევარდნაძეს კი გვერდიდან არასოდეს მოშორებია და მისი მოწოდებით "აღფრთოვანებული" ხალხი იყო ამ მართლა პირსისხლიანი პიროვნების წინ რომ რუსთაველზე მუხლებზე დადგა და შეჰღაღადა ბატონ ედიკას, არ მიგვატოვოო. მის მიერ სატლინის ქება-დიდებაც გეხსომებათ. საკვირველი არ არის, რუსეთის ეკლესიის მიერ გამოცემულ ენციკლოპედიაში ეს ჯალათი უდიდეს გმირად არის გამოცხადებული და ისიცაა ნათქვამი, რომ მან, სტალინმა რუსეთი ებრაელებისგან გადაარჩინაო. ნახეთ ეს წიგნი და დარწმუნდდებით.

მოგისმენიათ, როგორ მოძღვრავენ ზოგი მღვდლები მრევლს, რა ბოროტებას, სიჩლუნგეს და კერპთთაყვანისმცემლობას უნერგავენ მათ გულებში? რა უკულტურო და უვიცნი არიან ისინი იმ საქმეში, რომელსაც ვითომ ემსახურებიან! რამდენმა ყოფილმა მძარცველმა და ყაჩაღმა შეაფარა თავი ეკლესიას და ანაფორაში შერგო თავი! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბევრ მათგანს ბიბლია წაკითხულიც არა აქვს. გაიხსენეთ 17 მაისი. როგორ მოიქცნენ ღვთის მსახურნი. საქმე იმაში არ არის, ამართლებთ თუ არ ამართლებთ ჰომოსექსუალობას. სწორედ ბიბლიაშია ნათქვამი გძულდეს ცოდვა, მაგრამ გიყვარდეს ცოდვილიო.

ბოლოს ერთი რამ მინდა გაგახსენოთ - ყოველი ღვთის მსახური, პატრიარქის ჩათვლით, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან და როგორც ყველა ადამიანს ჩვევია, ზოგს ძალუძს პირნათლად შეასრულოს თავისი მოწოდება და ზოგს არა. საუბედუროდ, ამჯერად საქართველოს ამაშიც არ გაუმართლა, თუმცა წარსულში არაერთი მართლაც ღირსეული და ქვეყნისა და ერისთვის თავდადებული ღვთისმსახურებიც გვყოლია",- წერს კიზირია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს