"შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე რესპუბლიკელების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მან გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"არ ვიცი, ვცდები თუ არა... როგორც წესი, არ ვცდები ხოლმე და ივანიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე - შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?

მაპატიეთ, მაგრამ "რესპუბლიკელების" წონადობის პოლოტიკოსი მაგ კოალიციაში თითქმის არ არსებობს", - წერს გრიგოლია.

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "რესპუბლიკელები" თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერაში ამხილა.

"რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა? ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ.

იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან.

იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ", აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს