ფოთის მოსახლეობის ნაწილი თავბრუსხვევასა და სისუსტეს უჩივის

ფოთის მოსახლეობის ნაწილი თავბრუსხვევასა და სისუსტეს უჩივის

ფოთის მოსახლეობა, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გამო, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, დღეს დილიდან ფოთში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო, სპეციფიური სუნია. როგორც ირკვევა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე მალტას დროშის ქვეშ მცურავ გემ TANA-ში სარკინიგზო ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის დროს აღნიშნული ქიმური ნივთიერება დაიღვარა.

"ეი-პი-ემ ტერმინალს" ფოთი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, პირად საუბარში აცხადებენ, რომ პირველადი მონაცემების მიხედვით 5-დან 10 ტონამდე პიროლიზური ფისია დაღვრილი, რაც სპეციალურად განკუთვნილ საცავში დაილექა და შემდგომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩაიტუმბა ისევ ვაგონ-ცისტერნაში.

პორტის ინფორმაციით, დაღვრილი პროდუქტის სალოკალიზაციო - სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ის ადამიანები კი, ვინც ნავსადგურის მიმდებარედ ცხოვრობენ, "ინტერპრესნიუსთან" სუბარში აცხადებენ, რომ ქიმიური ნივთიერების დაღვრის შედეგად წარმოქმნილი სუნის ნიადაგზე ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, მათ ნაწილს ამბულატორიული მკურნალობაც კი დასჭირდა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა