ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა მსახიობ ტეილორ კინიზე დაინიშნა. ამის შესახებ გაგამ თავის თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე აცნობა, როდესაც თითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭედის ფოტო გამოაქვეყნა.
”მან თავის გული მისახსოვრა ვალენტინობის დღეს და მე თანხმობა განვუცხადე” - მიაწერა გაგამ ფოტოს. კინიმ მომღერალს ხელი 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს თხოვა, რის შემდეგაც წყვილი რესტორან ”ჯოან ტრატორიაში” გაემართა სადღესასწაულო მოვლენის აღსანისნავად. კინი ცნობილია როლებით სერიალში ”ვამპირის დღიურები” და მხატვრულ ფილმში ”სხვა ქალი”. მან ლედი გაგა 2011 წელს მუსიკალური კლიპის გადაღებაზე გაიცნო.