"მანქანაში იჯდა, როცა დაცხრილეს" - რას ყვებიან თვითმხილველები ვაკის საცურაო აუზთან დაჭრილი გიორგი გუდაძის შესახებ

"მანქანაში იჯდა, როცა დაცხრილეს" - რას ყვებიან თვითმხილველები ვაკის საცურაო აუზთან დაჭრილი გიორგი გუდაძის შესახებ

ვაკის საცურაო აუზთან დაჭრილი გიორგი გუდაძის შესახებ თვითმხილველები "კურიერთან" საუბრობენ. მათი თქმით, ინციდენტის დროს გუდაძე ავტომობილში იმყოფებოდა და მას 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.

"ხუთი სროლის ხმა მომესმა. გარეთ ხალხი იყო და ეკითხებოდნენ, დახმარება ხომ არ გინდათო. 9 საათი იქნებოდა...", - აღნიშან ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მათივე თქმით, დაშავებულმა შემთხვევის ადგილი დამოუკიდებლად დატოვა.

"როგორც ამბობენ, 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მანქანაში იჯდა, როცა დაცხრილეს. საჭეს თვითონ მართავდა და დამოუკიდებლად წასულა", - განაცხადა მეორე თვითმხილველმა.

თბილისის ცენტრში გიორგი გუდაძის დაჭრის შესახებ სოციალური ქსელით ინფორმაცია ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ გაავრცელა.

"ახლა მივიღე საგანგაშო ინფორმაცია: წუხელ, ვაკის საცურაო აუზთან 15 ტყვია ესროლეს და სასიკვდილოდ არის დაჭრილი გიორგი გუდაძე, რომელიც, ცოტა ხნის წინათ, ორ მეგობართან ერთად, დაპატიმრებული იყო ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემისათვის! რა ხდება, ნაცრეჟიმის ჯალათები ვენდეტაზე გადავიდნენ?! ან რატომ არ ხმაურდება ეს ინფორმაცია?!", - წერდა ხუბუა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გუდაძეს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გუდაძე სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემისთვის ორი მეგობართან ერთად იყო დაკავებული, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ