12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირისთვის ბრალდებულ 18 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირისთვის ბრალდებულ 18 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

18 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი ედება, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურული იყო და ჟურნალისტებს მასზე დასწრების უფლება არ მისცეს.

"გირაოს შეფარდებას ვითხოვდით 5 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა პროკურატურამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებული მამაკაცის ადვოკატმა ნოშრევან ქელეხსაშვილმა.

სამართალდამცავებმა 18 წლის მამაკაცი 17 თებერვალს დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულ მამაკაცზე 12 წლის გოგონა არაოფიციალურად ზაფხულში გათხოვდა. ის 6 თვის ორსულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა გოგონა დაკავებამდე 2 კვირით ადრე მიატოვა.

გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას არასრულწლოვანთან. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 7-დან 9 წლამდე.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ