გიორგი სიბაშვილმა სასამართლოს ეზოში ხელბორკილები დაიდო

გიორგი სიბაშვილმა სასამართლოს ეზოში ხელბორკილები დაიდო

კახეთის გუბერნატორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში ხელბორკილები დაიდო. სიბაშვილმა ამ ფორმით, პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზით, მის საქმეზე სასამართლო პროცესის მეთხუთმეტედ გადადება გააპროტესტა.

"პროკურატურამ ვერ მოახერხა, რომ ჩემთვის ბორკილები დაედო და იძულებული ვხდები, რომ ეს ბორკილები დავიდო სასამართლოს ეზოში მე თვითონ, ჩემი ხელით. როდესაც ბრალი წარმიდგინეს, მაშინ მე ვამბობდი, რომ ბრალი არის უსუსური. პროკურატურა ვერ შეძლებდა დაემტკიცებინა მოცემული ბრალი სასამართლოში. ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია, ფაქტობრივად ბრალი დარჩა ბრალად და გრძელდება პოლიტიკური დევნა. მინდა მივმართო პროკურატურას, ყველაზე მთავარი, რაც თქვენ გინდათ, რომ მე პატიმარი ვიყო, ვერ ვიქნები პატიმარი თუ არ მიეცით მართლმსაჯულებას საშუალება, რომ მე გამასამართლონ. ბორკილები, რომელიც მე ხელში მიჭირავს, შემიძლია მხოლოდ მე დავიდო და მე თვითონ მოვიხსნა. თქვენ ამას ვერ შეძლებთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ხოლო, სასამართლოს უნდა მისცეთ იმის საშუალება, რომ მე გამასამართლონ და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატივი უნდა სცეთ მართლმსაჯულებას", - განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.

გიორგი სიბაშვილს პროკურატურამ ბრალი 2013 წლის 30 იანვარს წაუყენა. სიბაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა