პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა

პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი შეასრულა, რომელიც დიდმარხვის დაწყებას უსწრებს წინ.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს დღე დაწესდა ეგვიპტეში, როდესაც ბერები უდაბნოში მიდიოდნენ დიდმარხვაში და ერთმანეთისგან შენდობას ითხოვდნენ. შემდეგ კი მთელი დიდი მარხვის განმავლობაში აღდგომის საგალობლებს გალობდნენ, რადგან არ იცოდნენ შეხვდებოდნენ თუ არა აღდგომას და დაბრუნდებოდნენ თუ არა მონასტერში.

"დღეს არის დღე, როცა პატიება უნდა ვითხოვოთ ყველასგან, ვისთანაც უბრად ვართ. დღეს ჩვენ ღვთის წინაშე ვდგავართ და ჩვენ ცოდვებს ვაღიარებთ. რომ შევკრიბოთ მთელი ქვეყნის ცოდვები, ეს ყველაფერი ჩემშია. დღეს თქვენ და სრულიად საქართველოს გთხოვთ, შემინდოთ ცოდვები", - ბრძანა პატრიარქმა. მან მუხლი მოიყარა ამბიონზე მრევლის წინაშე და შენდობა ითხოვა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღმერთმა შეუნდოს ყველა ქართველს, საქართველოს მკვიდრს და უცხოეთში მცხოვრებთ. ამის შემდეგ უწმინდესმა წაიკითხა სინანულის ლოცვა და კიდევ ერთხელ შესთხოვა ღმერთს, შეუნდოს საქართველოს და სრულიად ქართველ ერს ჩადენილი ცოდვები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია