"ივანიშვილის თვალში პირველი მარგველაშვილი მე ვიყავი" - მურმან დუმბაძე

"ივანიშვილის თვალში პირველი მარგველაშვილი მე ვიყავი" - მურმან დუმბაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, იგი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე შეეკამათა. როგორც დუმბაძემ "იმედის კვირაში" განაცხადა, საუბრის თემა ბათუმში მეჩეთის აშენებას ეხებოდა.

"საქართველოს დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა. როდესაც თვითმფრინავის ტრაპიდან მაია ფანჯიკიძე ჩამოდიოდა, განაცხადა, რომ აჭარლებიც ქართველები არიან და ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდესო. მეორე დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომა იყო სოლოლაკის ბიზნესცენტრში. ყველანი იქ იყვნენ: ქუცნაშვილი, საგანელიძე, იმერლიშვილი. იმ კაცთან შეკამათება არ შეიძლება, მაგრამ მე ვუთხარი, გუშინ თქვენმა მინისტრმა ძალიან არაკორექტული განცხადება გააკეთა-მეთქი, რა განცხადებაო. როცა მოვუყევი თქვა: მერე რა, ეგ არ არის მართალიო? ცოტა ხმამაღლა მომივიდა თქმა, მაგიდას ხელი დავკარი და ვუთხარი: აი, ამიტომ ვერ აშენდება მეჩეთი ბათუმში-მეთქი. თურქეთიდან ჩამოსული საქართველოს დელეგაცია ტრაპიდან ფეხს რომ ჩამოდგამს, მეჩეთზე არ უნდა იწყებდეს ლაპარაკს.

იმ დღიდან, მე გავხდი მისთვის მარგველაშვილი და დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვარეგულირებდი სიტუაციას ამ კაცთან", - განაცხადა დუმბაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარტია "ქართული ოცნება" შარშან, სექტემბერში დატოვა.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა