"თუ გავიგე, ვინ ხარ, გადაგტეხავ ხერხემალში!" - მიშა გომიაშვილი მიშა მესხის იმიტირებული ინტერვიუს ავტორს ემუქრება

"თუ გავიგე, ვინ ხარ, გადაგტეხავ ხერხემალში!" - მიშა გომიაშვილი მიშა მესხის იმიტირებული ინტერვიუს ავტორს ემუქრება

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ზურა ჯიჯიაშვილმა კრიმინალური სატირა გამოაქვეყნა რომლის პერსონაჟები "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის წევრები - მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან. ავტორი მიშა მესხის "თვალით დანახულ" "ოსკარს" აღწერს. პოსტმა ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან მსახიობ მიშა გომიაშვილის აღშფოთება გამოიწვია.

"რაღაც სისულელე წავიკითხე fb-ზე ... ვითომ მიშას მესხის ინტერვიუ... ვინ შეთხზა ეს სისულელე? ძარღვი გაგიწყდათ საბოლოოდ? შეიძლება ამდენი ღვაძლი ანთხიოთ?... ყველაფერს საზღვარი აქვს... ეხლა უკვე ისე გადავიდნენ ზღვარს, რომ ადამიანის მაგივრად წერენ ინტერვიუებს... ვითომ მიშან თქვა ეს სისულელე... მე არასოდეს არ შემიგინებია არავისთვის "ფეისბუკზე"... აი, ეხლა მომისმინე შენ... ვინც ეს შეთღზი!!! თუ გავიგე, ვინ ხარ გადაგტეხავ ხერხემალში!...

მთელი ღამე არ მეძინა... დედას ვფიცავარ, მართლა ძალიან ვინერვიულე... ყველას გაგვიცრუვდა მოლოდინი, მაგრამ ხო ხედავთ ეს ოსკარი და ყველა, თითმის ყველა ფესტივალი და დაჯილდოვება პოლიტიკური ნიშნით მიდის... აბა რა არის?... მთელ მსოფლიოში ისეთ ფილმებს აჯილდოვებენ... თუ არა პოლიტიკა, აბა "იდა" ისეთი ფილმია, რო გავგიჟდით? კი კაი გაკეთებული კინოა... მორჩა... ამიტომ ნუ დაგვწყდება გული... ჩვენი ბიჭები რომ ჩამოვლენ, მოვეფეროთ... ხუთ ფილმში ქართული ფილმი იყო, რეჟისორი და სცენარისტი ქართველი, მსახიობები ქართველები, შემოქმედებითი ჯგუფი ქართველები... საქართველოში გადაღებული........ მეტი რაღა?.... მოვეფეროთ... და რაც მთავარია, ახლა დამთავრდა მიტევების კვირა, მივუტევოთ ერთმანეთს... მე ყველას ვთხოვ პატიებას...", - წერს მიშა გომიაშვილი.

იხილეთ ასევე: ნაცემი ქართველი მსახიობები, კოკაინი და აურზაური "ოსკარს" მიღმა - კრიმინალური სატირა ჰიტი გახდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს