არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი - რუსეთ-საქართველოსთან თანაბრად დამეგობრებული მსოფლიო ვარსკვლავები

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი - რუსეთ-საქართველოსთან თანაბრად დამეგობრებული მსოფლიო ვარსკვლავები

მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებენ და ამის გამო, რუსულ ვიზიტებსა და შემოთავაზებებზე ხშირად უარს ამბობენ. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებიც ფულისა და სხვა დივიდენდების სანაცვლოდ რუსეთში ხშირად ჩადიან, უფრო მეტიც, ისინი ჯერ საქართველოს სტუმრობენ, მერე რუსეთს და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი ასეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვიხილეთ. ქართველებმა საპატიო სტუმრებთან, ტრადიციულად, საუკეთესო მასპინძლობით გამოიჩინეს თავი, თუმცა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგივე ვარსკვლავები სხვა დროს რუსეთშიც იხილეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა რთული საკითხია, ამ ვარსკვლავებისთვის კი ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ბიზნესია...

ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განაცხადა საფრანგეთში ცხოვრებაზე უარი და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. დეპარდიემ გადაწყვეტილება საფრანგეთში დაწესებული დიდი სახელმწიფო გადასახადების გამო მიიღო. "მე არ მსურს ჩემი შემოსავლის 87 პროცენტი სახელმწიფოს გადავუხადო", - განაცხადა ჟერარ დეპარდიემ და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მას საკუთარ სახლში დაბინავება შესთავაზა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენევიმ ამ გადაწყვეტილების გამო დეპარდიე გააკრიტიკა. ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი თავად პუტინმა გადასცა. დეპარდიე მსახიობობის გარდა ბიზნესით არის დაკავებული, კერძოდ წლებია ღვინოს აწარმოებს. მას საკუთარი ვენახები აქვს საფრანგეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ის საქართველოშიც იმყოფებოდა, ამბობენ, რომ კახეთის ვენახებით დაინტერესდა. მას შატო მერეში უმასპინძლეს, თბილისში კი ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა, მისი ვიზიტის შესახებ სწორედ აქედან გახდა ცნობილი. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დეპარდიე აფხაზეთში ჩავიდა და სურათები გადაიღო, რასაც ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. იყიდა თუ არა კახეთში ვენახი და რა მიზნით ესტუმრა აფხაზეთს ამის შესახებ უცნობია.

მისი ბიზნესინტერესების შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ სიბერეში არადეკვატური ნაბიჯებით საკუთარი თავი, საქართველოს იტალიელმა ვარსკვლავმაც დაამახსოვრა. ტოტო კუტუნიო, რამდენიმე წლის წინ თბილისს ესტუმრა და გლდანის პარკში იმღერა, ქართველებს შობა მიულოცა. მისი ვარსკვლავი შეიძლება ითქვას წლების წინ ჩაესვენა, ძველებურად აქტუალური აღარ არის, ალბათ ამიტომაც დათანხმდა კუტუნიო გლდანის პარკში სიმღერას. კუტუნიოს საქართველოში ორჯერ ჰქონდა კონცერტი და ქართველების მიმართ წესით კარგად იყო განწყობილი, თუმცა "იურმალაზე" ეს მოსაზრება გააქარწყლა. სალომე ქათამაძეს 8 ქულა დაუწერა, რასაც ჟიურის და მაყურებლის უკმაყოფილება მოჰყვა. ითქვა, რომ კუტუნიო ჟიურიში ნასვამი იჯდა, კონცერტის მსვლელობისას ჩაეძინა და ისე, რომ ქართველი შემსრულებელისთვის არც მოუსმენია დაბალი შეფასება მისცა. თუმცა ამას სალომეს წარმატებაზე არ უმოქმედია. კუტუნიო კი ჟიურიდან მოხსნეს.

ენდი გარსიას კინოს მოყვარულები კარგად იცნობენ. "ოუშენის 11 მეგობარის", "მოდილიანის", "ნათლიმამა 3"-ის და სხვა გახმაურებული კინო სურათების ვარსკვლავმა 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის როლი ითამაშა. კინოსურათი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოგვითხრობს. მსოფლიო დონის პროდუსერების, რეჟისორის და მსახიობების მიუხედავად, "აგვისტოს 5 დღე" წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. რომელიც ამერიკაშიც ჩავარდა და საქართველოშიც. კრიტიკოსების აზრით, კინოსურათი სუბიექტური ნამუშევარი იყო. ამის გამო ენდი გარსიას მოუწოდებდნენ კარგად გაცნობოდა პრობლემის არსს და მერე ბოდიშიც მოეხადა. ამბობდნენ, რომ ფილმი სააკაშვილის სცენარით იყო გადაღებული, თუმცა რენი ჰარლინმა ეს ინფორმაცია უცხოური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო. "აგვიტოს 5 დღის" პრემიერა კინორუსთაველში შედგა. პრემიერიდან ცოტა ხანში ენდი გარსია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სთოუნი თბილისს 2011 წელს ესტუმრა. ის "აგვისტოს 5 დღის" პრემიერას დაესწრო. ჰოლივუდის ვარსკვლავი, საქართველოში რუსეთიდან ჩამოფრინდა. როგორც ამბობენ, ის რუსეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასპინძლებს მძიმე მოთხოვნები წაუყენა. კერძოდ უსაფრთხოების მიზნით, ის ქალაქში ორი იდენტური მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. რისი ეშინოდა ვარსკვლავს უცნობია. შერონ სთოუნს საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ის რეზიდენციაში მიიწვია და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ის ასევე პატრიარქმა დალოცა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა იტირა.

თამარ ბოჭორიშვილი

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

"ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე..." - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება