როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით

ყველა ადამიანს განსხვავებული სახის კანი აქვს. კანის მდგომარეობა, მათ შორის ფერიც, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე . თავისებურ დაღს ასვამს პროფესია, კვება, მავნე ჩვევები, ძილის რეჟიმი, სტრესები, გარე სამყაროს ზემოქმედება და მემკვიდრული ფაქტორები. სამწუხაროდ, სახის კანის ფერზე დიდ გავლენას ახდენს და თავისებურ კვალსაც ტოვებს მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახის კანის მდგომარეობასა და ზოგადად, ჩვენს გარეგნობაზე, აისახება საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებში მიმდინარე არასასურველი ძვრები. შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მანიშნებელი "განგაშის ზარები", როგორც წესი, ბევრად ადრე რეკს და ხშირად დაავადების გამოვლენამდე გაცილებით ადრე აისახება კანზე. ამიტომაც კანზე, როგორც "ორგანიზმის სარკეზე" დაკვირვებით, შესაძლებელია დროულად მივაგნოთ პრობლემას, გამოვლინდეს ესა თუ ის პათოლოგია და რაც მთავარია, გატარდეს სათანადო ღონისძიებები.

ისტორიული რაკურსები

აღსანიშნავია, რომ სახის კანის ფერით ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე ჯერ კიდევ უძველეს დროში მსჯელობდნენ, ჰიპოკრატე დიაგნოსტიკაში სხვა მრავალ დეტალთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორედ სახის კანის ფერს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლელ მკურნალთა გამოცდილება და პროფესიონალიზმი. მაგალითად, ჩინეთში ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში სვამდნენ დიაგნოზს სახის კანის ფერისა და მდგომარეობის შეფასებით. უძველესი ესკულაპების პროგნოზები საოცარი სიზუსტით ემთხვეოდა. სახის მიხედვით "კითხვის ხელოვნებას" ეწოდებოდა "სიან-მინ". მას მხოლოდ იმ ეპოქის გამორჩეული დიდოსტატები ფლობდნენ. ცოდნას ამ ხელოვნების შესახებ საიდუმლოდ ინახავდენენ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადასცემდენენ წარჩინებულ და გამორჩეულ შეგირდებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს