"იმატებს ხატებიდან მირონის დენა და "უკვდავების წყაროს" მომნახულებელთა რიცხვი" - რომან გოცირიძე საზოგადოებრივი კრიზისის ნიშნებზე საუბრობს

 "იმატებს ხატებიდან მირონის დენა და "უკვდავების წყაროს" მომნახულებელთა რიცხვი" - რომან გოცირიძე საზოგადოებრივი კრიზისის ნიშნებზე საუბრობს

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეკონომიკური კრიზისი საზოგადოებრივში გადაიზარდოს და ამის მომასწავებელ ირიბ ნიშნებს ასახელებს:

"როგორ მივხვდეთ, ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო კრიზისი გადაიზარდა თუ არა უფრო მეტში- საზოგადოებრივში?

ამის ირიბი ნიშნებია:)

1. გამოჩნდებიან მონარქიის აღდგენის მსურველები;

2. გასაქანი მიეცემა მკითხავებს, ექსტრასენსებს, ასტროლოგებს ( გაიხსენეთ ოთხმოცდაათიანი წლების რუსული და ქართული სერიოზული ტელეარხები და მოსამართლისქუდებიანი, უნიფორმაში გამოწყობილი მენცარები);

3. იმატებს ხატებიდან მირონის დენა და "უკვდავების წყაროს" მომნახულებელთა რიცხვი;

ჯერჯერობით არ შეინიშნება მსგავსი რამ? მაშინ ვიყოთ მშვიდად. ამით ლარსაც წავეშველებით!" - ნათქვამია სტატუსში.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 67 ტოიოტას ჯიპის შეძენასაც ეხმაურება:

"ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტიდან 67 ტოიოტას ჯიპის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური კრების მომსახურებით ახსნა. ნორმალურ უცხოურ სახელმწიფოში ორდღიანი მსგავსი ღონისძიებისათვის უბრალოდ ქირაობენ მანქანებს.

მინისტრმა სიამაყით განაცხადა: მერე რა, საქართველოში ხომ დარჩებაო! ანუ ჩინოვნიკებს ჩამოურიგდებაო!

კარგია, რომ პრივატიზაციის დაჩქარებას აპირებენ და სამინისტროების და სხვა სამთავრობო დაწესებულებების შენობებს გაყიდიან. თუმცა, იბადება კითხვა: რატომ იყიდა ახლახან, წინასაახალწლოდ კერძო პირისაგან ფინანსთა სამინისტრომ 4,5 მილიონ ლარად შენობა?

ეს "პატარ-პატარა" ხარჯებია. ჯამში კი ისაა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ლარის გაუფასურებაში",- წერს გოცირიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია