იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილმა მამა მოკლა

იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილმა მამა მოკლა

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 43 წლის მაკაცმა მამა მოკლა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის რწმუნებულმა გოჩა ქააძემ განუცხადა, შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

"ჩემი ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მამაკაცმა მამა გუშინ საღამოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. სოფელში კი ეს ამბავი დილას გავიგეთ. პოლიციელები ახლა გარდაცვლილის შვილს და ოჯახის წევრებს კითხავენ" , - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოჩა ქააძემ.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია