საავტომობილო სპორტის ფედერაცია და "AUTO BILD საქართველო" ხვალ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავენ

საავტომობილო სპორტის ფედერაცია და "AUTO BILD საქართველო" ხვალ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავენ

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით, ხვალ წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება გაიმართება.

წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი კაჭრეთის "ამბასადორი" იქნება. ღონისძიების თანაორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. ღონისძიების პარტნიორია "ვისოლი", სპონსორი "ბი ფორვარდი".

ღონისძიება ორ თემას მოიცავს: ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, "ოქროს საჭე 2014" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებ-გვერდ WWW.AUTOBILD.GE-ზე მიმდინარეობდა და მასში 30 000-მდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული.

საუკეთესო ავტომობილებისგან განსხვავებით, ცნობილია, გამარჯვებული მრბოლელების ვინაობა. საქართველოს ჩემპიონატში ისინი მთელი წლის განმავლობაში იბრძოდნენ იმ ქულებისთვის, რომელმაც მათი ჩემპიონობა განსაზღვრა. სიურპრიზად რჩება, წლის საუკეთესო მრბოლელის ვინაობა, რომელიც შიდა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს