ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა - ბალისტიკური ექსპერტიზის პირველი შედეგები

ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა - ბალისტიკური ექსპერტიზის პირველი შედეგები

ბორის ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა, - ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტს" რუსეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე განუცხადა.

რუს ოპოზიციონერს მკვლელმა 6 ტყვია ესროლა, აქედან ორი ააცილა. ოთხი კი ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ნემცოვი ადგილზევე გარდაიცვალა.

დამნაშავემ 9 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიები გამოიყენა, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქარხანაში იყო დამზადებული. ოთხი ტყვია 1986 წელს, ხოლო ორი 1992 წელს იყო გამოშვებული. ექსპერტების განცხადებით, ეს არის სამხილი იმისა, რომ მკვლელს იარაღისა და ტყვიების შოვნაზე პრობლემა შეექმნა.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა