პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა, რომელთაგან 4 სრულად გათავისუფლება, 4-ს კი დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მსჯავრდებული ქალები სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

ზვიად ქორიძის თქმით, დედის დღესთან დაკავშირებით შეწყალება არ ნიშნავს, რომ სხვა მსჯავრდებულების შეწყალების აქტი დაიგვიანებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება შეწყალება იმ მსჯავრდებულებზეც, რომელზეც შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ