"დოლარის კურსის გაზრდის შემდეგ, გამოწერა აღარ გვიღირს"
ქართულ ბაზარზე მოქმედი გადამზიდი კომპანიების განცხადებით, ბოლო პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დოლარის კურსის აწევის პარალელურად, მომხმარებელს ონლაინ-მაღაზიებში პროდუქციის ფასი და გადამზიდი კომპანიების მომსახურება გაუძვირდა.
როგორც bpn.ge-სთან საუბარში სხვადასხვა გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საფასურის გაზრდა მოსალოდნელი იყო.
”ჩვენს კომპანიას გამოწერილი პროდუქციის ჩამოტანა არ გაუძვირებია და 1 კილოგრამი კვლავინდებურად 8 დოლარი ღირს. თუმცა, დოლარის აწევამ თავისთავად გაუძვირა გადასახადი მომხმარებლებს.