გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''

გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''

ნინო ადამაშვილი წლების წინ პოპულარული სახე გახლდათ, ამიტომ მაყურებელმა ადვილად გაიხსენა გოგონა 7 ზომა მკერდით ტელეკომპანია ''202''- დან. ახლა ''იმედზე'' შალვა რამიშვილის შოუში და ტელეპროექტ ''ერთხელ საქართველოში'' სკეტჩებში იღებენ.

- პროფესიით მსახიობი ვარ და წლების წინ ეთერში პირველად გამოვჩნდი ''202''-ზე სერიალში ''დიდი სახლი''. შემდეგ იყო გადაცემა ''შმატრული'', სადაც ძალიან ბევრი სერია ვითამაშე. მოგვიანებით სატირულ-იუმორისტული ჯგუფ ''ვიაგრა სუპერლაითის'' დამფუძნებელი და წევრი ვიყავი, ვიდეოარტებს ვიღებდით და პრეზენტაცია ყოველთვის ''იმედზე'', გადაცემა ''დროებაში'' გვქონდა. ვოკალზე პრეტენზია არასოდეს მქონია, ეს იყო ხუმრობა და ზოგმა სხვანაირად გაიგო. შალვა რამიშვილის დაკავების შემდეგ ჩემს საქმიანობას დროებით ჩამოვშორდი. თან, მალე გავთხოვდი კიდეც. მე და ჩემი მეუღლე შეუღლებამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ახლა ორი შვილი გვყავს.

- მეუღლეს მოსწონდა შენი საქმიანობა?

- სხვა მსახიობებსაც ჰყავთ მეუღლეები, შეიძლება, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ იცის, რომ ამას პროფესიის გამო ვაკეთებ და პატივს სცემს ჩემს საქმიანობას, ისევე, როგორც მე - მისას. დედამთილი კი არასოდეს ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. თან ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. პირიქით, ზოგჯერ უცინია კიდეც ჩემი მონაწილეობით სკეტჩებზე.

- შენი მკერდი, ფიზიკური მონაცემები ალბათ, დაგეხმარა პოპულარობაში.

- გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ გავმხდარვარ პოპულარული. ჩემი მკერდი სილიკონისაც ეგონათ, მაგრამ ასეთი ჯიში გვაქვს და მამის დედასაც დიდი მკერდი ჰქონდა, უკრაინელი იყო, გვარად იუშჩენკო, მას ვგავარ. 13-14 წლის ასაკში ჩემი ფოტოები რომ ნახოთ, უკვე ამხელა მკერდი მაქვს და მაშინ, ასეთ პატარას, ოპერაციას რომელი მშობელი გამიკეთებდა. მკერდის გამო მეფიქრა, პამელა ანდერსონი ან ანნა ნიკოლ-სმიტი ვარ და ამით გავქაჩავ-მეთქი, ამის ილუზია არ მქონია.

- ასეთი ზომის მკერდი დისკომფორტს არ გიქმნიდა?

- თავიდან მქონდა კომპლექსები, რადგან ყველასგან გამოვირჩეოდი, მერე საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ღმერთმა მომცა და უბრალოდ, მე ასეთი ვიყავი. ისე, მხრების ტკივილი კი მქონია სიმძიმის გამო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება