აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს

აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს

ვარდების მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ირაკლი გედენიძეს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილემ თავში ურტყა, რის შედეგადაც მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

ირაკლი გედენიძე აღნიშნულ აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

ვარდების მოედანზე აქცია "არა ნაცები! არა ქოცები!" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ცოტა ხანში ავტოკოლონებით ვარდების მოედნიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ დაიძვრებიან. აქციის ორგანიზატორები არიან: პარტია "თავისუფალი საქართველო" , პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორები" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია