სულისშემძვრელი მკვლელობა: ISIS-ს მებრძოლებმა ტყვეები ვიდეოთამაშის პრინციპით ჩახოცეს

სულისშემძვრელი მკვლელობა: ISIS-ს მებრძოლებმა ტყვეები ვიდეოთამაშის პრინციპით ჩახოცეს

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იარაღის ლულებს მაღალი გამოსახულების მქონე ვიდეო კამერებს ამაგრებენ, რათა ბარბაროსული სიკვდილით დასჯის კადრები ახლო ხედით, დეტალურად გადაიღონ.

ინტერნეტში გავრცელდა სულისშემძვრელი ფოტოები, რომელზეც ასახულია თვალებახვეული ტყვეები. მათ იძულებით აჩოქებენ და სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში უკან მწკრივად უდგებიან. ფოტოებზე ასახულია იარაღის ლულებზე დამაგრებული კამერა, აგრეთვე არსებობს ფოტო, რომელიც კონკრეტულად ამ კამერითაა გადაღებული. ასეთი გადაღება იძლევა ვიდეო თამაშის ყურების შეგრძნებას, როდესაც ეკრანზე მხოლოდ იარაღი ჩანს და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სასხლეტს თავად კრავ თითს. ეს გახლავთ ISIS-ის მცდელობა, რომ საკუთარი საშინელი ქმედებები შეფუთონ ისე, რომ დასავლეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ის საინტერესო და ნაცნობი იყოს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა