კახეთში ერთ ღამეში ორი მაღაზია გაძარცვეს

კახეთში ერთ ღამეში ორი მაღაზია გაძარცვეს

კახეთში წუხელ 2 მაღაზია გაძარცვეს. სოფელ მელაანისა და ჩალაუბნის მაღაზიები მძარცველებმა 5 მარტის ღამეს გატეხეს.

მელაანში მდებარე მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის საქონელი. მძარცველებმა მაღაზიის სალაროდან ფულიც მოიპარეს. შემთხვევის ადგილზე დილიდან მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები.

პოლიცია ჩალაუბანშიც არის მობილიზებული, სადაც ნათელა ღვინიაშვილის კუთვნილი მაღაზიიდან მძარცველებმა სხვადასხვა სახის პროდუქცია წაიღეს.

ორივე ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია