ბოთლის სროლა და შეხლა-შემოხლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

 ბოთლის სროლა და შეხლა-შემოხლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დავა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუასა და საკრებულოს "ნაციონალ" წევრ ბათლომე შელიას შორის დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატს შეხლა-შემოხლის დროს წყლის ბოთლი ესროლა. ბათლომე შელიას მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საკრებულოს სხვა წევრებიც, ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.

როგორც აღმოჩნდა, დაპირისპირების მიზეზი ჯერ კიდევ წუხელ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიწყო, სადაც გიორგი თოდუას განმარტებით, ბათლომე შელია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენელს და თავად მას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა" საკუთარი ინიციატივით პროექტში, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს, ჩართო ქალაქის საკრებულო. სწორედ ამ თემაზე სოციალურ ქსელში პროვოკაციული კომენტარები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დადეს. 

დღევანდელ სხდომაზე ბათლომე შელიამ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ არასამთავრობოებთან იმართება საიდუმლო შეხვედრები, რაზეც მისი ფრაქცია ინფორმირებული არ იყო. დეპუტატის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, შეხვედრა ვისი ორგანიზებით მოეწყო, რადგან დეპუტატები მის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული და არც უკითხავთ, სურდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატებს მასში მონაწილეობის მიღება.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა