ირაკლი გედენიძე ივანე ბეგიაშვილისთვის გირაოს შეფარდებას არაადეკვატურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

ირაკლი გედენიძე ივანე ბეგიაშვილისთვის გირაოს შეფარდებას არაადეკვატურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე სასამართლოს მიერ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულის, ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას "არაადეკვატურ გადაწყვეტილებად" მიიჩნევს .

როგორც ირაკლი გედენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ივანე ბეგიაშვილისთვის ერთადერთი სწორი აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა იქნებოდა.

"ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა და შემდგომი უსაფრთხოება შეაფასა 3 ათას ლარად. მით უფრო იმ დროს, როდესაც ბრალდებული მხარის მხრიდან ჩემს მიმართ ისმის მუქარის შემცველი განცხადებები. მე ვიზიარებ პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. შესაბამისად, სწორად მიმაჩნია, თუკი პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ივანე ბეგიაშვილის მამა, გიორგი ბეგიაშვილი, "რომლის ჩარევამ კონფლიქტი უფრო გაამწვავა", საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს.

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ ივანე ბეგიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

პროკურატურა ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 აპრილს ჩაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ