"უბრალოდ მოდური" პარიკმახერი მიშა, მისი ცნობილი მეგობრები და მოგზაურობები

"უბრალოდ მოდური" პარიკმახერი მიშა, მისი ცნობილი მეგობრები და მოგზაურობები

სტილისტი მიშა გასიტაშვილი მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობს და როგორც ყველას, ამა თუ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ნახვა, იქაური კულინარიის გაცნობა, დასვენება თუ გართობა მასაც სიამოვნებას ანიჭებს.

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, განტვირთვის კარგი საშუალებაა. რა თქმა უნდა, სურვილი ყოველთვის მაქვს, რომ მეგობრებთან ერთად ქვეყნის გარეთ სადმე წავიდე და ამას თუ დრო და საშუალებაც ემატება, ხომ კიდევ უკეთესი. ბოლოს, ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში ვიყავი, ცოტა ხნის წინ. ადრე, "ნანუკას შოუს" გადაღების დროს ტაბაშიც ვიყავით. ევროპა ძალიან მიყვარს, პარიზი და იცი, როგორ მაქვს დაყოფილი? მაგალითად, რომში მე და ქრისტინე დავდივართ, პარიზში - მე და ნინა, ეგვიპტეში მე, ნინი და ქრისტინე ერთად ვიყავით. ამსტერდამი ძალიან შემიყვარდა, იქ ჩემს საყვარელ მეგობრებთან - გიგა ჭიქაძესთან, რომელიც სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონია და მისი მეუღლესთან - თამუნა გაზაშვილთან ჩავედი და ძალიან მომეწონა! ჩემს დაბადების დღეზეც ვიყავი ამსტერდამში. მე და ნინა ვან-გოგის მუზეუმის გვერდით ვცხოვრობდით და შესანიშნავი ტილოები დავათვალიერეთ, კმაყოფილი დავრჩი.

- იტალიაში რომელი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეთ?

- სხვათა შორის, რომში ქრისტინე შესანიშნავი გიდი იყო, ბევრი საინტერესო ადგილი დამათვალიერებინა და ყველაფერს მიხსნიდა. ვატიკანშიც ვიყავით, მუზეუმებში და თუკი რაიმე ღირსშესანიშნაობაა იქ, ყველაფერი ვნახეთ. არ მხიბლავს მოგზაურობა მხოლოდ გასართობად. ჩემთვის მთავარია ქალაქის დათვალიერება და ღირსშესანიშნაობების ნახვა. სხვა ქვეყანაში ყოფნა, უკვე თავისებური გართობაა, სხვანაირ სიტუაციაში, სხვა გარემოში ხარ და უბრალოდ, ქუჩაში სიარულითაც კი შეიძლება გაერთო. არ არის აუცილებელი, იქაური ღამის კლუბები "დაიმხო". ასეთ ადგილებში სიარული დიდად არც მიყვარს. სეირნობა, ქალაქის დათვალიერება და წყნარ კაფეში საუბარი უფრო მომწონს. ვატიკანში რომ ვიყავით, უამრავი მხატვრის ნამუშევარი ვნახე. ყველა ქვეყნიდან სუვენირები მომაქვს ხოლმე, რომ იქაური მოგზაურობიდან სამახსოვროდ დამრჩეს. პარიზიდან სხვადასხვა ზომის ეიფელის კოშკები ჩამოვიტანე, რომიდან - კოლიზეუმის ფიგურები, ამსტერდამიდან - ველოსიპედისა და ფეხსაცმელების ფიგურები, ეგვიპტიდან - კატები და ა.შ.

- ამსტერდამში როგორ გაერთე? ტურისტებს რისი ინტერესიც აქვთ ხოლმე იქ ჩასვლისას, თუ "დააგემოვნე"?

- მთლად ისეც არ არის, როგორი წარმოდგენაც გვაქვს, ამგვარი გართობით არ დავინტერესებულვარ. გიგას მატჩს უნდა დავსწრებოდი, ამისთვის ჩავედი და გიგას და თამუნას მადლობელი ვარ, რომ იქ მოვხვდი. თავისუფალი ქალაქია, ყველა თავისთვის დადის, ლამაზია, ყველაფერი მოწესრიგებულია, ველოსიპედებით დადიან და პოზიტიური გარემოა.

- როგორც სტილისტი, ამა თუ იმ ქალაქში ჩასვლისას, იქაური ხალხის ვარცხნილობებს თუ აკვირდები ხოლმე?

- საერთოდ არა. სამსახურიდან რომ გამოვდივარ, ჩემს თავს "ბლოკირებას" ვუკეთებ და ჩვეულებრივი მიშა ვხდები. ახლაც რომ მკითხო, რა შემიძლია გავაკეთო, ვერ გიპასუხებ. სამსახურში ორ საათს რომ გელაპარაკო ერთ ვარცხნილობაზე, არ დავიღლები, მაგრამ ჩემი საქმიანობა იქ მთავრდება. მერე, ჩვეულებრივ ვისვენებ, ვერთობი და ამაზე აღარ ვფიქრობ. პროფესიული უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გადამდის. ზოგჯერ მოსულან, ვა, მიშა, თქვენთან გვინდა მოსვლა ვარცხნილობის გასაკეთებლადო და მითქვამს, - მიშა არა ვარ-მეთქი. თავხედი ან ამბიციური კი არა ვარ, უბრალოდ, ამ ყველაფერს სამსახურში ვტოვებ და ევროპაში დასასვენებლად ყოფნისას, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არაფერს ვაკვირდები. როცა მივლინებით ვარ, სხვა მომენტია. ერთხელ, რომში ვიყავი წასული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მაშინ - თავისთავად. თვალში მომხვდება ლამაზი და კარგად ჩაცმული გოგო, გემოვნებიანი, მაგრამ ცალკე ვარცხნილობას არ ვუყურებ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება