ნემცოვის მკვლელს კადიროვმა რუსეთის პატრიოტი უწოდა

ნემცოვის მკვლელს კადიროვმა რუსეთის პატრიოტი უწოდა

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ იცნობდა ზაურ დადაევს, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და მას რუსეთის პატრიოტად მიიჩნევდა.

”ზაური ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და ძლიერი სამხედრო იყო. მან განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა ბენოას სიახლოვეს ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომელიც ტერორისტების წინააღმდეგ წარიმართა”, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ ”ინსტარგრამის” საკუთარ გვერდზე.

”ჩემთვის გაუგებარია მიზეზები და მოტივები, რის გამო გაათავისუფლეს ზაური შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამბობენ, რომ დედის ავადმყოფობის გამო თავად გაეთავისუფლაო”, - წერს კადიროვი.

კადიროვმა აგრეთვე საკუთარი აზრი გამოხატა ნემცოვის მკვლელობის საქმეში მოქმედ სხვა პირზე, ბესლან შავანოვზე, რომელმაც გროზნოში აიფეთქა თავი. კადიროვმა მას ”მამაცი მებრძოლი” უწოდა.

8 მარტს ბასმანის სასამართლომ მოსკოვში დააკავა ბორის ნემცოვის მკვლელობაში 5 ეჭვმიტანილი - ზაურ დადაევი, ხამზადა ბახაევი, ტამერლან ესკერხანოვი და ანზორ და შაგიდა გუბაშევები. ზაურ დადაევმა ბორის ნემცოვის მკვლელობაში თანამონაწილეობა აღიარა.

მომზადებულია telegraf.by-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა