როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში

როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში

ლიანდაგების გამაყრუებელი ხმაური, მგზავრებით გადაჭედილი ვაგონები, გადაგლეჯილი და ალაგ-ალაგ უზურგო სავარძლები და რაც მთავარია, მემანქანე, რომელიც რატომღაც მუდმივად თავისთვის, ჩუმად ბუზღუნებდა - ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებას 90-იანი წლების ტრამვაი, თუმცა, ისიც კარგად მახსოვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მთელ ქალაქს, უფროს თაობასა თუ პატარებს, ტრამვაით მგზავრობა განსაკუთრებულად უყვარდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იზიდავდა ყველას ეს არაკომფორტული ტრანსპორტი, მაგრამ წლებთან ერთად ჩემს კითხვაზე პასუხი თავადვე ვიპოვე - იყო ამაში ერთგვარი ეგზოტიკა, ტრამვაიში დედაქალაქის აწმყოსა თუ წარსულს თითქოს სრული სისავსით აღიქვამდი. სამწუხაროდ, განსხვავებულად ფიქრობდნენ ქვეყნის პირველი პირები, რომლებმაც ტრანსპორტის განვითარების ნაცვლად, სამარშრუტო ხაზების შეკვეცისა და ლიანდაგების ამოყრის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც მაშინ ითქვა, რელსები ძვირად ღირებულ "ჯართად" გამოცხადდა და საზღვარგარეთ გაიყიდა...

"ჯართის" ქვეყნიდან გაზიდვის პროცესი "ნაციონალურმა მოძრაობამაც" "წარმატებით" განაგრძო - 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა N7 მარშრუტმაც, 2006 წლის 4 დეკემბერს კი, ავჭალის დეპო და უკანასკნელი N12 მარშრუტიც გაჩერდა, საბოლოოდ, ვაგონებმა ქუჩის კაფეების ფუნქცია შეითავსეს - თბილისის პირველი ტრამვაის სისტემის 102-წლიანი ისტორიაც ასე დასრულდა.

ამავე წელს მერიამ ლიანდაგები ქალაქიდან საბოლოოდ ამოყარა და გავრცელებული ინფორმაციით­, თურქეთში ჯართად ჩასაბარებლად გაიმეტა­. სად და რა ფასად გაიყიდა ძვირფასი ლითონის­ რელსები, რა მოგება-წაგება ნახა სახელმწიფომ ტრამვაის გაუქმებით - არავის გაუმხელია, საზოგადოებას კი კომპენსაციად ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი მეორეული ავტობუსები შესთავაზეს, რომლებსაც ხან ცეცხლი უჩნდებოდა, ხან კი ადგილიდან დაძვ­რისას შავ ბოლს აფრქვევდა.

რაც უნდა პარად­ოქსულად მოგეჩვენოთ, ლიანდაგების ამოყრიდან ზუსტად ექვსი წლის თავზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ საზოგადოებას ტრა­მვაის აღდგენის გეგმა წარუდგინა - მოვაშოროთ ჰოლანდიიდან შემოყვანილი ყვითელი ავტობუ­სები და დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა­ სატრანსპორტო სისტემა შევქმნათო. ფრანგული კომპანიის, "სიესტრას" დახმარებით შესაბამისი პროექტიც შეიქმნა, რაც ლიანდა­გების ხელმეორედ ჩაყრას გულისხმობდა. თუ თბილისში ისევ ტრამვაის ქსელის დაბრუ­ნებას ვაპირებდით, რატომ ავყარეთ ლიანდ­აგი? - უგულავას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. იდეას ეკოლოგებმაც დაუჭირეს მხარი. ეკოლოგ ჯემალ ჩხეიძის განცხადებით, ავტობუსებისა­ და სამარშრუტო ტაქსების ტრამვაით შეცვლა აუცილებელია, რადგან ავტომო­ბილებისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს სატრანსპორტო პრობლემები შეექმნა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია