არსებული ინფორმაციით, თელავში ირაკლი ბოჭორიშვილი პოლიციელმა მოკლა

არსებული ინფორმაციით, თელავში ირაკლი ბოჭორიშვილი პოლიციელმა მოკლა

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთის ცნობილი გახდა, რომ თელავში 30 წლამდე ასაკის ირაკლი ბოჭორიშვილი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. შემთხვევის ადგილზე საოლქო პროკურატურის თანამშრომლები მუშაობენ. კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე არ აკეთებს კომენტარს, დააკავეს თუ არა პოლიციის თანამშრომელი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია პოლიციის თანამშრომლის ვინაობაც, თუმცა რადგან შს სამინისტრო მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს, საინფორმაციო ცენტრი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

თელავში. ე.წ. "სამხედრო ქალაქთან" მკვლელობა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ალექსანდრე საჩიშვილის განცხადებით, სტაციონარში შეყვანისას ირაკლი ბოჭორიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, მის ძმას ანდრო ბოჭორიშვილს კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

მკვლელობის მიზეზის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია