"მთავრობას გაბაშვილის მოსასმენად ვერ მოვაცდენთ" - მანანა კობახიძე

"მთავრობას გაბაშვილის მოსასმენად ვერ მოვაცდენთ" - მანანა კობახიძე

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საქართევლოს პრეზიდენტის მიერ პარასკევს დანიშნული რიგგარეშე სესია სავარაუდოდ ჩაიშლასთან დაკავშირებით კონენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდი "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული სცენარით მოქმედებას არ აპირებს. კობახიძის თქმით, რიგგარეშე სხდომის ფორმატი მინისტრების მოსმენას არ ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა ხუთშაბათს ჩაატაროს საკომიტეტო მოსმენა, სადაც ანგარიშით ეკონომიკური გუნდის მინისტრები წარსდგებიან. ვიცე-სპიკერის განცხადებით, საპარლამენტო მუშაობა არ არის მხოლოდ სხდომები , საპარლამენტო მუშაობა მიმდინარეობს კომიტეტებზეც და სწორედ ასეთი კომიტეტი დაიგეგმა . "მთავრობას გაბაშვილის მოსასმენად ვერ მოვაცდენთ" -განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მანანა კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი2" და ტელეწამყვანი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი უშუალოდ იღებს მიხეილ საკაშვილისგან დირექტივებს და ამას თვითონ ნიკა გვარამია ადასტურებს.

"თქვენ დამოუკიდებელი ტელეკომპანია ხართ ბატონო გიორგი? მე ჩართული ვარ პარტიულ ტელევიზიაში, მე ჩართული ვარ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაში,"- დასძინა კობახიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა